სიახლეები

უეფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრა ბუდაპეშტში

სფფ
გაუზიარე

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებული ტურნირების მომავალზე დღეს ბუდაპეშტში მსჯელობენ. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის წევრი ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები უნგრეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ.

შეხვედრას 55 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. საქართველოს ბუდაპეშტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. ბუდაპეშტში უეფას ტურნირებზე დაგეგმილი სიახლეების გარდა, ქალთა ფეხბურთის სტრატეგიაზე მსჯელობენ.

უეფას გადაწყვეტილებით ქალთა ფეხბურთის ახალი, ხუთწლიანი სტრატეგია 2024 წლის ჩათვლით იმოქმედებს. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სხვადასხვა სიახლე იგეგმება. ძირითადი მიზეზი ბოლო წლებში, ევროპის მასშტაბით, ქალთა ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა გახდა.