სიახლეები

პირველი ტესტ-მატჩი შვეიცარიასთან

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა შვეიცარიაში.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და 30-ე წუთზე გიორგი აბუაშვილის გოლითაც დაწინაურდა.
პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა მასპინძლებმა დასკვნით 10 წუთში შეცდომებით ისარგებლეს და თამაშის შემოტრიალება შეძლეს - 3:1.

შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, იობაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გეგიაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 16 მაისს ჩაატარებენ.