სიახლეები

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - მეორე მოდული

სფფ
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს ერთობლივი პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ მეორე მოდული მიმდინარეობს. ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო კურსის მონაწილეები ოპერაციული მართვის, მარკეტინგისა და სპონსორობის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. აღნიშნულ თემაზე სემინარს GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - გიორგი თურქია უძღვება.

სემინარი თეორიულ სწავლებასთან ერთად ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავს. 

მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები სწავლებას დისტანციური მეთოდით განაგრძობენ. სასწავლო კურსის მომდევნო მოდული, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას და სტადიონებისა და ღონისძიებების მართვას მოიცავს. მესამე მოდული ივნისში შედგება.