სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის დასკვნითი მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის დასკვნითი, მეექვსე მოდული შედგა.

მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელები, სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთ საკითხთან ერთად, კონტრშეტევისა და ფიზიკური მომზადების თანამედროვე სტანდარტებს განიხილავენ. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით პირველად ტარდება და  ექვსი მოდულისგან შედგება. ამ ეტაპზე სასწავლო კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.