სიახლეები

მეოთხე ტური ლიდერების გამარჯვებით  და ორი პოკერით დასრულდა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე
  • საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ქალმა ნინო სუთიძემ ქალთა ლიგაში დებიუტი პოკერით აღნიშნა
  • ქალთა ლიგის ბომბარდირთა სიას 7-7 გატანილი გოლით ირინა ხაბურზანია „ლანჩხუთიდან“ და ეთერ სულაშვილი „გორი იუნაიტედიდან“ ლიდერობენ

5 მაისს, „გორი იუნაიტედისა“ და „ივერიას“ შეხვედრით საქართველოს ქალთა ლიგის მე-4 ტური დასრულდა. ამ ტურის მატჩები 3 დღეზე იყო გადანაწილებული. ტურის 3 შეხვედრა 3 მაისს გაიმართა. სწორედ, ამ დღეს ითამაშეს ქალთა ლიგის ლიდერებმა „ლანჩხუთმა“ და „ნიკემ“ და ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი გარაჯვებებიც მოიპოვეს.

გურულებმა, სახლში, ხობის „კოლხეთი“ 7-0 დაამარცხეს. ისევე, როგორ წინა ტურებში, ლანჩხუთელთაგან დღესაც, მორიგი გოლი გაიტანა ირინა ხაბურზანიამ, რომელიც 7 გატანილი გოლით, ქალთა ლიგის ბომბარდირთა სიას ლიდერობს, უკვე, გორელ ეთერ სულაშვილთან ერთად. მათ ერთი გოლით ჩამორჩება ხაბურზანიას თანაგუნდელი თამრიკო სალუქვაძე, რომელმაც ხობელებს დუბლი შეუსრულა.

მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხა თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ბათუმის „დინამომ“ „ნიკესათვის“ წინააღმდეგობა გაეწია. აჭარულ გუნდს, რომელსაც წინა სეზონებისგან განსხვავებით სათადარიგო სკამი მოკლე აქვთ, ყველაზე კარგად დაბალანსებულ „ნიკესთან“ განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარში „ნიკეს“ მხარეს იყო, შესვენებამდე ქვეყნის ჩემპიონი მხოლოდ 1-0 იგებდა. მეორე ტაიმში „ნიკემ“ ბათუმელები, შეიძლება ითქვას, საკუთარ საჯარიმოზე აღარ შეუშვა. 

ამ შეხვედრაში, საქართველოს ქალთა რეგულარულ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ნინო სუთიძეს. საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი წლების მანძილზე თურქეთში თამაშობდა. „დინამოსთან“ მატჩში კი, სუთიძემ „ნიკეს“ კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და ქართულ ჩემპიონატში „ნათლობა“ პოკერით აღნიშნა. ნინო სუთიძე, რომელიც თავის საფეხბურთო კარიერის მანძილზე ტრადიციულად მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ახალ ამპლუაში სცადა თავი.   „ნიკემ“კი, დიდი ანგარიშით 8-0 მოიგო და ახლა „ლანჩხუთთან“ ერთად 12-12 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია.

ნინო სუთიძე: „საქართველოში დაბრუნება განაპირობა იმან, რომ  თურქეთში თამაში აღარ მსურდა. იქ, ჩემი თავი ამოვწურე, 4-ჯერ გავხდი ჩემპიონი, ვთამაშობდი ორ საუკეთესო გუნდში, რომლებიც რეგულარულად უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგას თამაშობდნენ. აქ დაბრუნებით ახალი გამოწვევების სურვილი მქონდა. რამდენიმე ევროპულ კლუბთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონ გუნდში  თამაში გადავწყვიტე.

სადებიუტო მატჩში, “ნიკეს” კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მთელი ჩემი კარიერა ნაკრებშიც და კლუბებშიც მცველად ვთამაშობდი. ახალი გამოწვევები როგორც კლუბს, ასევე მეც მიყვარს და დავთანხმდი თავდასხმაში თამაშს. ვფიქრობ, გამოცდილების ხარჯზე გამომივიდა ფორვარდობა. საინტერესო პოზიციაა, თან გამიმარტივდა, რადგან ვიცი, მცველისთვის  რა კუთხით არის რთული ფორვარდის აყვანა.“

ამ დღეს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, „ზარმამ“ შინ, 2-7 წააგო ჩხოროწყუს „სამეგრელოსთან“.

4 მაისს, ქუთაისში, „მართვემ“ იოლად დაამარცხა თბილისის „ნორჩი დინამო“. ქუთაისელებმა შეხვედრის პირველივე ტაიმში მოახერხეს 4 გოლის გატანა და ნორჩდინამოელებს, შეხვედრის დარჩენილ დროში, შეიძლება ითქვას სტიმული დაუკარგეს. ამ დღეს, ქუთაისელთაგან ერთი გოლი თამთა შენგელიამ გაიტანა. მატჩის გმირი კი, ლანა გორგაძე იყო, რომელმაც თბილისელებს 3 გოლი გაუტანა.

კვირას, 5 მაისს გორში, ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. „გორი იუნაიტედისა“ და ხაშურის „ივერიას“ დაპირისპირება ფრედ 4-4 დასრულდა. ამ დღეს, გორელთაგან პოკერი ეთერ სულაშვილმა შეასრულა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხაშურელებთან გატანილი გოლებით, ის ირინა ხაბურზანიას დაეწია. 
ქალთა ლიგის მომდევნო, მე-5 ტური 11 მაისს გაიმართება.

ქალთა ლიგა
1 წრე, 4 ტური / 03.05.19 / 04.05.19 / 05.05.19

ქსკ ნიკე –  ქსკ დინამო ბათუმი 8-0 (1-0)

თბილისი, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასა“, 16:00

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, ანი აკობიძე (46’) ანი ზაქაიძე (46’), გვანცა ქადაგიშვილი (57’), ლიზი მწყერაშვილი (83’), ნათია დანელია, ნინო პასიკაშვილი, მაიკო ბებია (67’), ანა ჯოჯუა (86’),  მეგი ეჯიბია, ნინო სუთიძე

შეცვლა: 46’ სოფიკო ნარსია, ანასტასია ბოლქვაძე, 57’ ზეინაბ ქარუნი, 67’მაია ნასყიდაშვილი, 83’ მარიამ ფეროიანი,  86’ ლალო ბაბაიანი

მთავარი მწვრთელი: გივი კვარაცხელია

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ანა ჯიბლაძე, თამრიკო ყურაშვილი, ლინდა ანთაძე, დარინა ანთაძე, ნათია თავართქილაძე, ანა ხავთასი, ლიზი დიასამიძე (67’), მარიამ ართმელიძე (77’), თათია შაინიძე (77’), თამარ დოლიძე

შეცვლა: 67’ ლიკა აბაშიძე, 77’ - ნანა ძნელაძე, ხატია აბაშიძე

მთავარი მწვრთელი: ბაჩანა აბაშიძე

გოლები: 16’ ნათია დანელია, 62’ / 67’ ანასტასია ბოლქვაძე, 72’ / 85’ / 86’ / 89’ ნინო სუთიძე, 82’ ლიზი მწყერაშვილი

გაფრთხილება: 26’ თამრიკო ყურაშვილი

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), პაატა ბელთაძე (ვანი), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი)

ქსკ ლანჩხუთი –  ქსკ კოლხეთი 7-0 (4-0)

ჩიბათის სტადიონი, 16:00

ქსკ ლანჩხუთი:  თათია გაბუნია (77’), ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი (77’), ია ალელიშვილი (90’+1), ირინა ხაბურზანია, თამუნა თავდიშვილი (58’), თამრიკო სალუქვაძე (77’), მარიამ დანელია (90’+1), სალომე გასვიანი (58’), ნათელა წოწერია, მარიამ კალანდაძე

შეცვლა: 58’- თეონა თოდაძე, მარიამ რომანჩუკი, 77’ - ლანა მჟავია, მარიამ გოგეშვილი, ინგა მიქელაძე, 90’+1 ანი გობრონიძე, სალომე სანიკიძე

მთავარი მწვრთელი: რევაზ კუკულაზე

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე, მარიამ ვაშაკიძე, თათია ჟიშქარიანი, სალომე თოდუა, ანა წულაია,  ნატა კვირკვაია (58’), მარი ჯანჯარია, მარიამ გოროზია, მანანა ვაშაკიძე (81’)

შეცვლა: 58’  ლანა ჯიქია, 81’ ჟულიანა ჯიქია

მთავარი მწვრთელი: ზურაბ ლატარია

გოლები: 12’ თამრიკო სალუქავძე, 17’ ირინა ხაბურზანია, 30’ მარიამ კალანდაძე, 44’ / 50 თამუნა თავდიშვილი, 70’ მარიამ დანელია, 89’ თეონა თოდაძე.

მსაჯები: ზურაბ ხოხიაშვილი (თერჯოლა), კობა სადილიანი, გოჩა რუსიშვილი (ორივე ქუთაისი)

ქსკ ზარზმა –  ქსკ სამეგრელო 2-7 (1-4)

ადიგენი, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი, 16:00

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, ნათია კურტანიძე, ნილა ბლუაშვილი, თინათინ ბლუაშვილი, ქეთევან ხარაიშვილი (55’), მარიამ ოთანაძე, ანი კვახაჯელიძე, ლიკა ხუნაშვილი, სოფიკო დევნოსაძე (47’), მარიამ ტყემალაძე, ანა ბებნაძე

შევცლა: 47’ ქეთევან ასპანიძე, 55’ ბელა ზაზაძე.

მთავარი მწვრთელი: ოთარ მაისურაძე

ქსკ სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, ევლინა მანჯგალაძე, სოფო კვარაცხელია, ანი გაბედავა, ნინო ჩანგელია, თამარ მოდებაძე, ნანა ბიგვავა, გვანცა პაპასკირი, მარინე კახიძე

მთავარი მწვრთელი: ბადრი თოდუა

გოლები: 14’ ანა ბებნაძე, 20’/ 27’ / 60’/ 80’ - მარინე კახიძე, 26’ ნინო ჩანგელია, 30’ სოფო კვარაცხელია, 61’ ნანა ბიგვავა

გაფრთხილება: 40’ ანი გაბედავა

მსაჯები: კობა რევაზიშვილი, ერიკ მერაბიანი (ორივე გორი), დემური გოგოლაძე (ბორჯომი)

ქსკ მართვე –  ქსკ ნორჩი დინამო 4-0 (4-0)

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, მადონა შალამბერიძე, მარიამ ხარგელია (55’), ქეთევან ცაავა (76’), ანა ჯანელიძე, ანა სინატაშვილი, ლანა გორგაძე,(86’), თამთა შენგელია.

შეცვლა: 55’ ეკატერინე ჩირგაძე, 76’ ლიზი კანდელაკიშვილი, 86’ თეონა თაბუკაშვილი

მთავარი მწვრთელი: პაატა დოგრაშვილი

ქსკ ნორჩი დინამო: ლანა ქარდავა (79’), ანი ძაძუა, ანა მოზაიძე, ნინო ჭუჭულაშვილი, ჟუჟუნა ხმელიძე, ეკატერინე ხარაიშვილი (46’), ნადეჟდა ნაკვეთაური (64’), ელენე კახნიაშვილი, სალომე ანთაძე (28’), ელენე რაუხი, ნინო გურიელიძე

შეცვლა: 28’ მარი ბეგიაშვილი, 46’ მარიამ როსტიაშვილი, 64’ მარინა გასუმოვა, 79’ ანა ვაშაყმაძე

მთავარი მწვრთელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები:  22’/ 27‘ / 37’ ლანა გორგაძე, 33’ თამთა შენგელია

მსაჯები: ვახტან ბასილაია (ზუგდიდი),  გოჩა კუპრინი, სოფიკო რიჟამაძე (ორივე ბათუმი).

ქსკ გორი იუნაიტედი  - ქსკ ივერია 4-4 (2-1)

გორი, პარკი არენა, 18:00 საათი

ქსკ გორი იუნაიტედი: ვერიკო ოთინაშვილი, იზოლდა ბეთლემიშვილი, სალომე ხუბულური, თამარ ახობაძე, მარი მელაძე, ნატო კევლიშვილი, ნინო ჯანეზაშვილი, ნინო ფერაძე, მარიამ კილასონიძე, თამარ ბუდედაშვილი, ეთერ სულაშვილი.

მთავარი მწვრთელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ლიკა ცუხურკაიძე, თამარ ყიზილაშვილი, თიკო ზარიძე, დიანა ბქარაძე, ლალი გორგაძე, ნატო მაზიაშვილი, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ მეტრეველი (89’), მარი დოიჯაშვილი

შეცვლა: 89’ ნინო ავეტისოვი

მთავარი მწვრთელი: თემურ კობერიძე

გოლები:  3’ ნატო მაზიაშვილი, 11’/ 23’ / 67’ / 79’ ეთერ სულაშვილი, 68’ / 73’/ 89’ ირმა ლომიძე,

გაფრთხილებები:  11’ ეთერ სულაშვილი, 47’ მარიამ მელაძე

მსაჯები: ილია იზორია (ჩხოროწყუ), ცოტნე სამსონაშვილი (თბილისი), ვიკა სახურია (ხობი)