სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

6 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეექვსე, დასკვნითი მოდული იწყება. სემინარს „დავით პეტრიაშვილი არენა“ უმასპინძლებს. სასწავლო პროცესი სამი დღე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ B ლიცენზიის კურსი ჯამში 6 მოდულისაგან შედგება და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეები საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებენ. აღნიშნულ კურსზე, ლიცენზიის 20 მაძიებელი ირიცხება.