სიახლეები

7 მაისს მასტერ ლიგა იწყება

გაუზიარე

1 მაისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პროექტების მასტერ ლიგისა და მასტერ ქაფის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში თბილისის მასტერ ლიგის წილისყრაც შედგა.

წილისყრის შედეგად თბილისის მასტერ ლიგის მონაწილე ოცი გუნდი, მწვანე და ლურჯ ჯგუფებში გადანაწილდა.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, ზაზა დოლიძე დაესწრნენ. ოფიციალურმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და  პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

დედაქალაქის პარალელურად,  7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პროექტებში საქართველოს 11 რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო. პროექტის მიზანი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან ერთად, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუნდების რაოდენობამ 212  შეადგინა.

7x7 ფეხბურთის ასოციაციის აღნიშნული პროექტები - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
მოყვარულ ფეხბურთლთა მასტერ ლიგის გათამაშება თბილისში 7 მაისს დაიწყება.
მასტერ ქაფის მატჩები კი ოქტომბერში შედგება.