სიახლეები

ქალთა ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები თბილისში

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგური მატჩები დედაქალაქში 14 და 17 ივნისს შედგება. ქალთა ეროვნული გუნდი, ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 30 აგვისტოს სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე, ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება.