სიახლეები

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

23-24 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ-ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ქუთაისსში ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.

ორ დღიანი სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და მასში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე 58-მა მწვრთნელმა მიიღო. გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას კატეგორიის C ლიცენზიას მიიღებს, რაც მწვრთნელებს საშუალებას მისცემს საკუთარი საქმიანობით მთელი ევროპის მასშტაბით დაკავდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს აგრძელებს და ამ პროექტის ფარგლებში მორიგი კურსები აჭარასა და გურიაში მომუშავე მწვრთნელებისთვის ბათუმში  გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.