სიახლეები

ქალთა ლიგაში ნიკე და ლანჩხუთი დაწინაურდნენ

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების მესამე წრეში, პირველ ორ ტურთან შედარებით მცირე რაოდენობის გოლი გავიდა. მიმდინარე ჩემპიონატში, პირველი 3 ქულის აღება მოახერხა „ნორჩი დინამოს“ ქალთა საფეხბურთო კლუბმა.

ბათუმის დინამოელებთან შეხვედრა ოდნავ ქაოტურად დაიწყო, თუმცა, თბილისელებმა ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და ბათუმის „დინამოს“ კარის მიმართულებით რამდენჯერმე დარტმაც სცადეს. გოლი კი, შეხვედრის მე-20 წუთზე სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. საქართველოს ასკობრივი ნაკრების წევრმა და „ნორჩი დინამოს“ ახალწვეულმა ელენე რაუხმა 2019 წლის სეზონში, ნორჩდინამოელთა გოლების ათვლა დაიწყო. ამ მატჩში შეხვედრის ბოლო წუთზე, კიდევ ერთი გოლი, გავიდა. 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა  სოფო ოსიაშვილმა აიღო ბათუმელთა კარი. „ნორჩმა დინამომ“, ანაგრიშით 2-0 გაიმარჯვა, პირველი 3 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე აინაცვლა.

მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს ამ ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ და „ლანჩხუთმა“.  თბილისელებს, გორში „პარკი არენაზე“ საკმაოდ ძლიერ ქარში მოუხდათ თამაში. „ნიკეს“ მოთამაშე-მწვრთნელსა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ნინო პასიკაშვილს ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე შეეძლო. თუმცა, პასიკაშვილმა 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ მე-19, 52-ე და 62-ე წუთებზე „გორი იუნაიტედის“ კარი სამჯერ აიღო. „ნიკემ“ 6-ბურთანი სხვაობით მოიგო ისე, რომ კარი მშრალად შეინახა. „გორი იუნაიტედი“ – „ნიკეს“ შეხვედრა 0-6 დასრულდა. 

ამ ტურის შემდეგ, ნინო პასიკაშვილი 5 გატანილი გოლით, ჯერ-ჯერობით მეორეა ბომბარდირთა დავაში და მხოლოდ, ერთი გოლით ჩამორჩება „ლანჩხუთის“ ფეხბურთელს, ირინა ხაბურზანიას. ხაბურზანიას კი, ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველა ტურში აქვს გოლი გატანილი. დღეს, ფეხბურთელმა 77-ე წუთზე მოახერხა ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ კარის აღება.  ირინა ახლა, 6 გატანილი გოლით, გოლეადორთა სიას უდგას სათავეში. „ლანჩხუთის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, თამრიკო სალუქვაძეს ამ მომენტისთვის 4 გოლი აქვს გატანილი და ისიც, ხაბურზანიას მსგავსად, ყველა ტურში ახერხებს მეტოქის კარის აღებას. „ლანჩხუთმა“ გასვლაზე 0-4 მოიგო. 
მესამე ტურის მოულოდნელობა საქართველოს 2-გზის ჩემპიონის ქუთაისის „მართვეს“ მარცხი იყო ხობის „კოლხეთთან“.  ქუთათურებმა, ხობში, მატჩის დასაწყისშივე სწრაფი გოლი გაუშვეს, 1-0. შეხვედრის 31-ე წუთზე კი, ბურთი საკუთარ კარში აეჭრათ, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ „მართვეს“ თამაშის სადავეები ხელიდან გაქცეოდა. მითუმეტეს, რომ გუნდში, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშეს ტრავმის გამო მთელი დატვირთვით არ უწევთ თამაში.

ტურის ბოლი შეხვედრაში ხაშურის „ივერიამ“ 3-2, ქალთა ლიგის დებიუტანტი „ზარზმა“ დაამარცხა.

ქალთა ლიგა
1 წრე, 3 ტური / 23.04.19

ქსკ გორი იუნაიტედი  - ქსკ ნიკე 0-6 (0-3)

გორი, პარკი არენა, 15:00 საათი

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, მარი მელაძე, თამარ ახობაძე, სალომე ხუბულური, მარიამ კილასონიძე, ნატო კევლიშვილი, ნინო ფერაძე (50’), იზოლდა ბეთლემიშვილი (46’), თამარ ბუდედაშვილი (50’), ნინო ჯანეზაშვილი, ეთერ სულაშვილი.

შეცვლა: 46’ თეონა ნებიერიძე, 50’ - ანი ჩოხელი, თიკო კუპრავა

მთავარი მწვრთელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, მეგი ეჯიბია, ანა ჯოჯუა, სოფიკო ნარსია (46’), მაიკო ბებია (70’), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ამალია ხანდაზიანი, ლიზი მწყერაშვილი (85’), ანასტასია ბოლქვაძე (44’) , გვანცა ქადაგიშვილი (65’) 

შეცვლა: 44’ მარიამ ფეროიანი,  46’ ანი ზაქაიძე, 65’ მაია ნასყიდაშვილი, 70’ გვანცა კაცელაშვილი,  85’  ბაია გოჩელაშვილი,

მთავარი მწვრთელი: გივი კვარაცხელია

გოლები: 11’ ამალია ხანდაზიანი, 19’/52’/62’ ნინო პასიკაშვილი, 43’ ნათია დანელია, 71’ მაია ნასყიდაშვილი

გაფრთხილებები:  30’ ნატო კევლიშვილი, 58’ ზეინებ ქარუნი

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), ზურაბ ტაბაღუა (ხობი), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი)

ქსკ ნორჩი დინამო - ქსკ დინამო ბათუმი  2-0 (1-0)

თბილისი, „შატილი“, 15:00 საათი

ქსკ ნორჩი დინამო: ანა ვაშაყმაძე (86’), ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი, სალომე ანთაძე (81’), ელენე კახნიაშვილი, ნადეჟდა ნაკვეთაური (75’), ეკატერინე ხარაიშვილი (67’), ნინო ჭუჭულაშვილი (83’), ანი ძაძუა, ანა მოზაიძე (81’), ჟუჟუნა ხმელიძე (55’).

შეცვლა: 55’ ქეთევან სუხიაშვილი, 67’ ფლორენს ოკპარა, 75’ მეგო გოცირიძე,  81’ ელენე ელოშვილი, სოფო ოსიაშვილი, 83’ მარინა გასუმოვა, 86’ მარიამ როსტიაშვილი

მთავარი მწვრთელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ლინდა ანთაძე, თამრიკო ყურაშვილი, დარინა ანთაძე, ანა ჯიბლაძე, ანა ხავთასი, ნათია თავართქილაძე, ლიზი დიასამიძე (72’), მარიამ ართმელიძე (63’), თათია შაინიძე (72’), თამარ დოლიძე

შეცვლა: 63’ ლიკა აბაშიძე 72’ ნანა ძნელაძე, ხატია აბაშიძე

მთავარი მწვრთელი: ბაჩანა აბაშიძე

გოლები: 20’ ელენე რაუხი, 90’ სოფო ოსიაშვილი 

გაფრთხილება: 73’ ნადეჟდა ნაკვეთაური, 88’ ქეთევან სუხიაშვილი

მსაჯები: ნიკა ვაწაძე (ქუთაისი), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი), გრიგოლ ბლიაძე (თბილისი)

ქსკ სამეგრელო - ქსკ ლანჩხუთი 0-4 (0-0)

ბ. პაპასკირის სახელობის სტადიონი, 15:00 საათი

ქსკ სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, სალომე ლაგვილავა, სოფო კვარაცხელია, თამარ მოდებაძე, ნინო ჩანგელია, ნანა ბიგვავა, მარინე კახიძე, ქეთი ქოქოლაძე (86’), გვანცა პაპასკირი, ანი გაბედავა, თამარ ახალაია

შეცვლა: 86’ ევლინა მანჯგალაძე 

მთავარი მწვრთელი: ბადრი თოდუა

ქსკ ლანჩხუთი:  თათია გაბუნია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე, მარიამ კალანდაძე, ია ალელიშვილი, მარიამ დანელია (81’), თეონა თოდაძე, თამრიკო სალუქვაძე (73’), ირინა ხაბურზანია (86’), თამუნა თავდიშვილი (81’), ნათელა წოწერია

შეცვლა: 73’ მარიამ რომანჩუკი, 81’ -  მარიამ გოგეშვილი, ინგა მიქელაძე, 86’ ანი გობრონიძე

მთავარი მწვრთელი: რევაზ კუკულაძე

გოლები:  60’ ნინო ჩხარტიშვილი, 63’ თამრიკო სალუქვაძე, 77’ ირინა ხაბურზანია, 80’ მარიამ დანელია

გაფრთხილება: 64’/75’ სალომე ლაგვილავა, 86’ მარიამ დანელია    

გაძევება: 75’ სალომე ლაგვილავა

მსაჯები: ბექა ქევანიშვილი (ქუთაისი), ბეჟან ჩიგოგიძე (სამტრედია) ვიკა სახურია (ხობი)

ქსკ კოლხეთი - ქსკ მართვე 2-0 (2-0)

ხობის პ. თათარაშვილის სახელობის სტადიონი.  15:00 საათი

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, მანონი საღარაძე, თამარ სვანიძე, მარიამ ვაშაკიძე, თათია ჟიშქარიანი, სალომე თოდუა, ანა წულაია,  ნატა კვირკვაია, მარი ჯანჯარია, მარიამ გოროზია (21’), მანანა ვაშაკიძე  

შეცვლა: 21’ თამთა კემულარია 

მთავარი მწვრთელი: ზურაბ ლატარია

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, ანა ჯანელიძე, მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, მარიამ ხარგელია, ანა სინატაშვილი, ეკატერინე ჩირგაძე (78’), ლანა გორგაძე, ქეთევან ცაავა (34’), თამთა შენგელია.

შეცვლა: 34’ თეონა თაბუკაშვილი, 78’  ლიზი კანდელაკიშვილი

მთავარი მწვრთელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები: 6’ მარიამ გოროზია, 31’ ლანა გორგაძე (ავტოგოლი)

გაფრთხილება: 84’ ანი ლომსაძე, 88’ თამთა კემულარია

მსაჯები: ირაკლი შენგელია (სამტრედია), ლევან ჩორგოლაშვილი (ქუთაისი) სოფიკო რიჟამაძე (ბათუმი).

ქსკ ივერია  - ქსკ ზარზმა  3-2 (2-0)

ცხრამუხის ცენტრალური სტადიონი, 16:00 საათი

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ნინო ავეტისოვი, მარიამ მეტრეველი (89’), მარი დოიჯაშვილი, მარიამ გრიგალაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნატო მაზიაშვილი, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გულაშვილი (16’), სალომე გამრეკელი

შეცვლა: 16’  ნინო გულაშვილი

მთავარი მწვრთელი: თემურ კობერიძე

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, ნათია კურტანიძე (68’), ნილა ბლუაშვილი (68’), თინათინ ბლუაშვილი, მარიამ კაკალაშვილი,  მარიამ ოთანაძე, ლიკა ხუნაშვილი, მარიამ ტყემალაძე, სოფიკო დევნოსაძე (48’), ბელა ზაზაძე (65’), ანი კვახაჯელიძე

შევცლა: 48’ ანა ბებნაძე, 65’ ქეთევან ასპანიძე, 68’ - ქეთევან ხარაიშვილი, როზა ოთინაძე

მთავარი მწვრთელი: ოთარ მაისურაძე

გოლები: 5’ ირმა ლომიძე, 17’/47’ ელენე ენჯიბაძე, 76’ ანი კვახაჯელიძე, 88’ როზა ოთინაძე

მსაჯები: გიორგი ხეცაძე, ირაკლი გიუნაშვილი, რუსუდა კეკიშვილი (ყველა თბილისი)

ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო, მეოთხე ტური 3 მაისს გაიმართება.