სიახლეები

ქალთა ლიგის პირველი ტური უხვგოლიანი გამოდგა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

13 აპრილს საქართველოს 5 ქალაქში, სტარტი ქალთა საფეხბურთო ლიგამ აიღო. რიგით მე-4 გათამაშებაში 10 გუნდი მონაწილეობს, ბათუმიდან, ლანჩხუთიდან, ქუთაისიდან, ხობიდან, ჩხოროწყუდან, ხაშურიდან, ახალციხიდან, გორიდან და ორიც თბილისიდან.

გათამაშებაში, რომელიც 13 აპრილიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ორ წრედ გაიმართება, 18 ტური, საერთო ჯამში კი, 90 მატჩი ჩატარდება. ქალთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მატჩის დროს მწვრთნელებს 5-ის ნაცვლად 7 ფეხბურთელის შეცვლის უფლება აქვთ. შესაბამისად, დღევანდელ ტურში, ეს უფლება რამდენიმე გუნდის მწვრთნელმა გამოიყენა და  მეტ გოგონას მისცა შესაძლებლობა ეთამაშა.

ისევე, როგორც წინა წლებში, ქალთა ლიგის გათამაშებას საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც დაესწრნენ. გორში, „გორი იუნაიტედისა“ და „ლანჩხუთის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ბაჯელიძემ განაცხადა, რომ ქალთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები სასელექციო მიზნით, მაქსიმალურად ყველა თამაშზე დასწრებას შეეცდებიან. 

გორში გამართული შეხვედრისას კი, მიუხედავად იმისა, რომ „ლანჩხუთი“ ამ წყვილში უდავო ფავორიტი იყო, ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის პირველი გოლი სწორედ, მათ კარში გავიდა. სეზონის პირველი გოლი, „გორი იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ეთერ სულაშვილმა  მატჩის დაწყებიდან მე-6 წუთზე გაიტანა. ლანჩხუთელებს, წონასწორობის აღსადგენად 20 წუთი დასჭირდათ. მეორე ტაიმში, კი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა თეონა თოდაძემ, მარიამ დანელიამ და ნინო ჩხარტიშვილმა ერთმანეთზე ეფექტური გოლები გაიტანეს და „ლანჩხუთს“ პირველი 3 ქულა მოუტანეს.

ქალთა ლიგის პირველი წრის პირველ ტურში, ყველაზე მეტი 17 გოლი ადიგენში გამართულ მატჩში გავიდა, სადაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“ 1-16 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გავიდა ლიგის პირველი სწრაფი გოლი და პირველი ავტოგოლი. „ზარზმა"-"ნიკეს" დაპირისპირებაში, ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. გოლი მაია ნასყიდაშვილმა გაიტანა. ამ მომენტიდან 3 წუთში, ჩემპიონატის პირველი ავტოგოლიც გავიდა. მოქმედი ჩემპიონისა და დებიუტანტის დაპირისპირებაში დაფიქსირდა პირველი ჰეთ-თრიქი. მისი ავტორი, ასევე „ნიკეს“ მოთამაშე ანასტასტია ბოლქვაძეა. ხოლო დუბლი, ერთბაშად „ნიკეს“ 4 ფეხბურთელის ანგარიშზეა.  

2019 წლის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა კი, ხობში, „კოლხეთისა“ და „ნორჩი დინამოს“ შეხვედრამდე გაიმართა. სხვათა შორის, სწორედ, ეს მატჩი გამოდგა ყველაზე მცირეგოლიანი. მასპინძლებმა, ხობელმა ფეხბურთელებმა, 3 ქულის აღება მხოლოდ, შეხვედრის 86-ე წუთზე მოახერხეს. 
3 გოლის გატანა შესძლო, სამეგრელოს მეორე ქალთა გუნდმა, ჩხოროწყუს „სამეგრელომაც“ „ბათუმის დინამოს“ კარში და პირველი 3 ქულა ჩაიწერა.

საქართველოს 2019 წლის ქალთა ლიგის პირველი ტურის 5 შეხვედრაში გავიდა 39  გოლი. სამ შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. უკვე აღნიშნულის გარდა, სწრაფი გოლითა და მოგებით დაიწყო გათამაშება, ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელებმა, სეზონის სასტარტო შეხვერდა ხაშურში გამართეს და „ივერია“ დიდი 10-ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს და საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. ამ მატჩში, „მართვეს“ ფეხბურთელმა თეონა სტურუამ თავისი გუნდი მე-5 წუთზე დააწინაურა;
ქალთა ლიგის პირველ ტურში საერთო ჯამში დუბლის შესრულება ექვსმა ფეხბურთელმა მოახერხა. 
ქალთა ლიგის პირველი ჰეთ-თრიქი  ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „ნიკეს“ ფეხბურთელის, ანასტასია ბოლქვაძეს ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ლიგის პირველი ტურის სამ მატჩში, მსაჯთა ბრიგადებში საერთო ჯამში 6 ქალმა იმსაჯა.

ქალთა ლიგა
1 წრე, 1 ტური / 13.04.19

ქსკ გორი იუნაიტედი - ქსკ ლანჩხუთი 1-7 (1-1)

პარკი არენა „გორი“, 14:00 საათი

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, მარი მელაძე, იზოლდა ბეთლემიშვილი, ნინო ფერაძე, ნატო კევლიშვილი (61’), მარიამ კილასონიძე, თამარ ბუდედაშვილი, ეთერ სულაშვილი, თამარ ახობაძე, სალომე ხუბულური, ნინო ჯანეზაშვილი.

შეცვლა: 61’ თეონა ნებიერიძე

მთავარი მწვრთელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

ქსკ ლანჩხუთი:  ლანა მჟავია (46’), ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, ია ალელიშვილი, თეონა თოდაძე (87’), მარიამ დანელია, თამრიკო სალუქვაძე (71’), თამუნა თავდიშვილი (78’), ირინა ხაბურზანია (78’), ნათელა წოწერია

შეცვლა: 46’ თათია გაბუნია, 71’ მარიამ რომანჩუკი, 78’ მარიამ გოგეშვილი, ინგა მიქელაძე, 87’ სალომე სანიკიძე

მთავარი მწვრთელი: რევაზ კუკულაძე

გოლები: 6’ სულაშვილი, 26’/58’ სალუქვაძე, 52’ თოდაძე, 53’ დანელია, 66’ ხაბურზანია, 69’ თავდიშვილი, 75’ ჩხარტიშვილი

გაფრთხილება: ხაბურზანია, დანელია

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), რუსუდან კეკიშვილი (თბილისი)

ქსკ სამეგრელო - ქსკ დინამო ბათუმი 3-0 (1-0)

ბ. პაპასკირის სახელობის სტადიონი, 14:00 საათი

ქსკ სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, ნათია სხირტლაძე, თინათინ თევდორაძე, ანი გაბედავა, სოფო კვარაცხელია, თამარ მოდებაძე, ნინო ჩანგულია, გვანცა პაპასკირი (55’), მარინე კახიძე, ანა პოღოსიანი, ანა კირვალიძე

შეცვლა: 55’ ნანა ბიგვავა

მთავარი მწვრთელი: ბადრი თოდუა

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, დარინა ანთაძე, ლინდა ანთაძე, თათია შაინიძე, ანა ჯიბლაძე, თამარ დოლიძე, ნათია თავართქილაძე, ლიზი დიასამიძე, ანა ხავთასი, ლიკა აბაშიძე, ხატი აბაშიძე (59’). 

შეცვლა: 59’ ლელა ძნელაძე

მთავარი მწვრთელი: ბაჩანა აბაშიძე

გოლები: 30’ კვარაცხელია, 59’ ბიგვავა, 73’ პოღოსიანი

გაფრთხილება: ანა კირვალიძე, ნანა ბიგვავა

მსაჯები: ბექა ქევანიშვილი, კობა სადილიანი, გოჩა რუსიშვილი (ყველა ქუთაისი)

ქსკ ივერია - ქსკ მართვე 0-10 (0-4)

„ცხრა მუხის სტადიონი“, 15:00 საათი

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ნინო გელაშვილი, მარიამ მეტრეველი, მარი დოიჯაშვილი (66’) ნატო მაზიაშვილი, ნინო ბუხსიკიძე, ელენე ენჯიბაძე, ლალი გორგაძე, ნინო ავეტისოვი, ირმა ლომიძე, მარიამ გრიგალაშვილი  

შეცვლა: 66’ მარიამ გელაშვილი.

მთავარი მწვრთელი: თემურ კობერიძე

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, ანა ჯანელიძე, მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, ეკატერინე ჩირგაძე (63’), ანა სინატაშვილი, მარიამ ხარგელია (47’), თამარ დანგაძე (70’), ლიზი კანდელაკიშვილი (24’), თამთა შენგელია.

შეცვლა: 24’ ქეთევან ცაავა, 47’ლიკა ქობალია, 63’ლანა გორგაძე, 70’თამთა ცაგურია.

მთავარი მწვრთელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები: 5’ სტურუა, 20’ შენგელია, 35’ ცაავა, 44’ ხარგელია, 60’ ჩირგაძე, 65’/67’ დანგაძე, 72’ გორგაძე, 82’ ქობალია, 86’ ცაგურია

მსაჯები: მამუკა სადილიანი (თბილისი), მზემინარ შარაშენიძე (ოზურგეთი), ვიკა სახურია (ხობი)

ქსკ ზარზმა- ქსკ ნიკე 1-16 (0-9)

ადიგენის ცენტრალური სტადიონი. 15:00 საათი

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, ნათია კურტანიძე, სოფიკო დევნოსაძე, თინათინ ბლუაშვილი (46’) ნილა ბლუაშვილი, ანი კვახაჯელიძე, მარიამ ოთანაძე, ანა ბებნაძე, ქეთევან ზარაიშვილი, ლალი ბურჯანაძე (46’) როზა ოთანაძე

შევცლა: 46’ ქეთევან ასპანიძე, ბელა ზაზაძე.

მთავარი მწვრთელი: ოთარ მაისურაძე

ქსკ ნიკე: სვეტლანა გაბელაია (46’), გვანცა ქადაგიშვილი (46’), სოფიკო ნარსია (55’), ნატო გოგიჩაშვილი (55’), ნათია დანელია, მაია ნასყიდაშვილი (60’), მაიკო ბებია, ამალია ხანდაზიანი (46’), ანა ჯოჯუა, ანასტასია ბოლქვაძე (67’), მეგი ეჯიბია

შეცვლა: 46’ მარიამ კომლაძე, ანი აკობიძე, მარიამ ფეროიანი, 55’ ანი ზაქაიძე, ბაია გოჩელაშვილი, 60’ გვანცა კახელაშვილი, 67’ ნინო პასიკაშვილი

მთავარი მწვრთელი: გივი კვარაცხელია

გოლები:  2’/45’ ნასყიდაშვილი, 5’ ოთანაძე (ავტოგოლი), 10’/24’/35’ ბოლქვაძე, 14’/22’ ხანდაზიანი,  41’ ნარსია, 68’/ 81’ ფეროიანი, 73’ ბებია, 75’ აკობიძე, 77’/90’ პასიკაშვილი, 80’ ბებნაძე, 86’ დანელია

მსაჯები: ლევან ვაშაკიძე (ქარელი), დემირ გოგოლაძე (ბორჯომი), ზურაბ ასკაროღლი (ქარელი)

ქსკ კოლხეთი- ქსკ ნორჩი დინამო 1-0 (0-0)

ხობის ცენტრალური სტადიონი.  15:00 საათი

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე, მარიამ ვაშაკიძე, მარი ჯანჯარია, სალომე თოდუა, ნატა კვირკვაია (72’), ანა წულაია,  თათია ჟიშქარიანი, მარიამ გოროზია (46’), მანანა ვაშაკიძე  

შეცვლა: 46’ მანონი საღარაძე, 72’ ლანა ჯიქია

მთავარი მწვრთელი: ზურაბ ლატარია

ქსკ ნორჩი დინამო: ლანა ქარდავა, ანა მოზაიძე (73’), ნინო გურიელიძე, სალომე ანთაძე, ელენე რაუხი, ელენე კახნიაშვილი, ნადეჟდა ნაკვეთაური, ფლორენს ოკპარა (54’), ეკატერინე ხარაიშვილი (73’), მეგი გოცირიძე (46’), ნინო ჭუჭულაშვილი

შეცვლა: 46’ მარი ბეგიაშვილი, 54’ ანი ძაძუა, 73’ მარინა გასუმოვა, მარიამ მოდრეკილაძე

მთავარი მწვრთელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები: 86’ წულაია

გაფრთხილება: ლომსაძე

მსაჯები: ზვიად ტუღუში, გოჩა კუპრინი, სოფიკო რიჟამაძე (ყველა ბათუმი)

ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო, მეორე ტური 19 აპრილს გაიმართება.