სიახლეები

რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ტუტორთა პრაქტიკული სემინარი ჩატარდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

მწვრთნელთა პრო-ლიცენზიის სწავლების ფარგლებში, ტუტორთა გადამზადების პრაქტიკულ სემინარს 2 აპრილს რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა.

მიკრო-სემინარს მოქმედი ტუტორი, ჯემალ მახარაშვილი წარუძღვა. პრაქტიკული სწავლება თეორიულ კომპონენტთან ერთად ტუტორთა პროგრამის განუყოფელ ნაწილს შეადგენს და მისი მთავარი მიზანია, სწავლების პროცესშივე მოხდეს მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება და დანერგვა.

ტუტორებს შორის ფუტსალის სამი მწვრთნელია, მათ შორის საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი, არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე.

სემინარში მეკარეთა მწვრთნელებიც მონაწილეობენ, მათ შორის არიან გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე და რამაზ სოღოლაშვილი.

ტუტორთა გადამზადების კურსები სფფ-ის ტექნიკური დირექტორის - ზაზა ზამთარაძის კოორდინირებითა და  უეფას ჩართულობით, ინტენსიურად მიმდინარეობს. 

კურსის მონაწილეები ბოლო მოდულს აგვისტოში გაივლიან, რის შემდეგაც მათ უკვე შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.