სიახლეები

ტექნიკურ ცენტრ 'ბასაზე' უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

2 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრ „ბასაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგ კურსი გაიხსნა. განახლებული C ლიცენზიის კურსი ოთხი მოდულისგან შედგება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. 

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება და მათ შორის ერთი გოგონაა. უეფას C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.