სიახლეები

ფუტსალის 19 წლამდე ნაკრების ღია ვარჯიში

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 15 მარტს, თბილისის ფრენბურთის არენაზე ავთანდილ ასათიანის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ამ ეტაპზე ნაკრებში 14 ფეხბურთელია გამოძახებული. შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი (თსუ)

წინა ხაზი: დავით მოგელაძე, გეგა კოშაძე, გიორგი ზუნტუროვი, ნიკოლოზ ნადარეიშვილი (ყველა თელასი) გიორგი ღავთაძე, დაჩი ჩადუნელი, ბექა ბექაური, ნიკოლოზ ხარატიშვილი, რომა კუხიანიძე (ყველა თსუ) გიორგი ჩადუნელი (თბილისი) გიორგი კურტანიძე (ილიას უნივერსიტეტი) ირაკლი გაბისკირია (ქუჯი)

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევრო 2019-ზე მოსახვედრად მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში ესპანეთის, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად იბრძოლებს. შეხვედრები 24, 25 და 27 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ჩვენი გუნდის მონაწილეობით სამივე მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. სხვა შეხვედრები 14 საათზე შედგება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფის შეხვედრებზე აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა მოთხოვნა გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე - [email protected] დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - 577 17 17 61.