სიახლეები

U18 | ფრე ავსტრიასთან

ნაკრები U18
გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ავსტრიასთან და 1:1 ითამაშა.
გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი ტაიმი თორნიკე მორჩილაძის პენალტით მოიგო, თუმცა შეეძლო უფრო დიდი უპირატესობითაც გასულიყო შესვენებაზე - იმავ მორჩილაძემ მეორე პენალტი გააცუდა. წესების დარღვევა ჯერ ცოტნე ბენდიანიშვილის წინააღმდეგ დაფიქსირდა, მეორედ კი ლაშა კვარაცხელია მოცელეს.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში საჯარიმოს გარედან დარტყმულით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: კაპანაძე, ჭინჭარაული, იაკობიძე, ერაძე, მორჩილაძე, კვარაცხელია, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ომარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ხორავა, მირზიკაშვილი, ლომინაძე, ოგბაიძე, ტორონჯაძე, კოკაია, ხვედელიძე, ქოჩაკიძე.