სიახლეები

ზუგდიდში ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით მწვრთნელთა პროფესიული განათლების და განვითარების განყოფილება სამეგრელოში ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსებს იწყებს.

სემინარები 9-10 მარტს ქალაქ ზუგდიდში საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ბაზაზე გაიმართება. სასაწავლო პროცესში 30-მდე მწვრთნელი იქნება ჩართული და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თითეული მათგანი უეფას მწვრთნელთა განათლების С ლიცენზიის მფლობელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.