სიახლეები

12 თებერვალს სფფ-ში აღმასკომის სხდომა ჩატარდება

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

2019 წლის 12 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება. 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: 

1. სფფ-ის XXIX საარჩევნო ყრილობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ; 

2. 2019 წლის კლუბების ლიცენზირების შედეგების შესახებ; 

3. საქართველოს 2019 წლის XXXI ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXX გათამაშების დებულების და სადისციპლინო კოდექსის დამტკიცების შესახებ; 

4. კლუბების ეროვნული ლიცენზირების დებულებების 2019 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ; 

5. შიდა ტრანსფერებისას ფეხბურთელების წვრთნის და აღზრდის კომპენსაციების რეგულაციების დამტკიცების შესახებ; 

6. სხვადასხვა 

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენელთათვის კომენტარები გაკეთდება.