სიახლეები

A LEVEL-ის სტიპენდია ქართველ ფეხბურთელებს

გაუზიარე

ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2019 წელს UK Bridge მისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს მოსწავლეებს, სკოლა-პანსიონ Ackworth School - ში სასწავლებლად.

Ackworth School დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა - პანსიონია. მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ იორკშაირში.  აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის აკადემიური პროცესის გარდა, გამოირჩევა სპორტული პროგრამით. სკოლას აქვს ძლიერი ფეხბურთის აკადემია. საყურადღებოა, რომ სტიპენდია ფეხბურთის აკადემიაზეც ვრცელდება.  

UK Bridge უკვე 11 წელია ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღებაში უწყობს ხელს. კომპანიის მომსახურება მოიცავს როგორც უნივერსიტეტების, სკოლებისა და სხვა სასწავლო კურსების შერჩევაში კონსულტირებას, ასევე ადმინისტრაციული საკითხებში დახმარებას. UK Bridge-ის საქმიანობის მანძილზე 3500 სტუდენტზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ მოკლე თუ გრძელვადიანი სასწავლო პროგრამით. 

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელ პირობებს კომპანიის დამფუძნებელი, ნუცა ქურიძე ვიდეოს საშუალებით გაგაცნობთ.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს