სიახლეები

საქართველომ გამარჯვებით დაიწყო

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო მინსკის საერთაშორისო ტურნირი. პირველ მატჩში ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა 3:0 დაამარცხეს ისლანდია და ჯგუფში გალიდერდნენ. ჩვენი გუნდიდან გოლებით ლუკა ტორონჯაძე, გიორგი აბუაშვილი და ირაკლი აზაროვი გამოირჩნენ. აღსანიშნავია, რომ აბუაშვილმა გოლის გარდა ორი საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარატიშვილი, ერაძე, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ბენდიანიშვილი, ფოცხვერია, გაგნიძე.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 22 იანვარს ისრაელის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სატურნირო ცხრილი:

 მინსკში მიმდინარე განვითარების თასის პირველი სათამაშო დღის მიმოხილვა: