სიახლეები

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების პირველი ეტაპი იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლების და განვითარების განყოფილება კახეთის რეგიონალური ფედერაციის ჩართულობით იწყებს ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების პირველ ეტაპს, რომლის შედეგად კახეთის რეგიონიდან 50-ზე მეტი მწვრთნელი გადამზადდება და მიიღებს უეფა-ს C ლიცენზიას, რაც თავის მხრივ ხდება აუცილებელი მოთხოვნა უეფა-ს B ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად. აღნიშნული კურსი 21-22 დეკემბერს ლაგოდეხში სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უსასყიდლოდ ტარდება და არის უფასო.

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადება მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება მომავალ წელს.