სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის Refresh კურსი სასტუმრო მოხალისეში

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სასტუმრო მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების „A“ ლიცენზიის Refresh კურსი მიმდინარეობს.

A ლიცენზიის Refresh კურსი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით მიმდინარეობს,  ორი დღის განმავლობაში ჩატარდება და ის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.

სწავლების პირველ დღეს მონაწილეები A ლიცენზიის მქონე მწვრთნელის პროფილზე იმსჯელებენ. რეფრეშ კურსზე სავარჯიშო მეთოდოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე გაამახვილებენ ყურადღებას. კურსის მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოებს და სპეციალურ დავალებას შეასრულებენ, რომლის ფარგლებში, მათ სავარჯიშო კონსპექტის მომზადება მოუწევთ. 

დღის მეორე ნახევარი პრაქტიკულ სამუშაოს - სავარჯიშო სესიას ეთმობა, რის შემდეგაც მონაწილეები პირველ სემინარს შეაჯამებენ.

კურსი, რომლის შედეგადაც კურსდამთავრებულებს ლიცენზიის ვადა 2021 წლის დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით ტარდება და მონაწილეთათვის სრულიად უფასოა.