სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის Refresh კურსი იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

18-19 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების „A“ ლიცენზიის Refresh კურსი იწყება.

სასწავლო პროცესს, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, "დავით პეტრიაშვილი არენა" უმასპინძლებს, კურსზე 51 მწვრთნელი ირიცხება.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად სწავლება როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.

კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსანტებს უეფას „A“ ლიცენზია სამი წლის ვადით გაუხანგრძლივდებათ. სფფ წარმატებას უსურვებს კურსის თითოეულ მონაწილეს.

უეფას მწვრთნელთა განათლების „A“ ლიცენზიის Refresh კურსის მონაწილეთა სრული სია

უეფას მწვრთნელთა განათლების ლიცენზიების Refresh კურსებზე რეგისტრაცია 2019 წლიდან განახლდება.