სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების ლიცენზიის Refresh კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, "დავით პეტრიაშვილი არენაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის Refresh კურსი მიმდინარეობს. 

სასწავლო კურსზე 65 მსმენელია დარეგისტრირებული და ის ორი დღის განმავლობაში გაიმართება. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.

სწავლების თეორიული ნაწილი სხვადასხვა საფეხბურთო კომპონენტისგან შედგება. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს - მწვრთნელები ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრის, გაგრა - სიონის ანალიზს გააკეთებენ.

კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსანტებს უეფას „B“ ლიცენზია სამი წლის ვადით გაუხანგრძლივდებათ.