სიახლეები

UEFA-ს სამწვრთნელო ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

UEFA-ს სამწვრთნელო ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილება განაგრძობს განათლების კურსების ორგანიზებას.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს B და A სამწვრთნელო ლიცენზიის მქონე მწვრთნელთათვის, რომლის მოქმედების ვადაც 2018 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრება, Refresh კურსები ამა წლის დეკემბერში გაიმართება.

ამ ეტაპზე, როგორც უკვე გაცნობეთ, რეგისტრაცია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ პირებს ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა ან ამოწურულია ან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება.

ზუსტი თარიღის და დაწყების დროის, ისევე როგორც დანარჩენი საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინფორმაცია მიწოდებულ იქნება დარეგისტრირებული კანდიდატებისათვის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით უშუალოდ კურსის დაწყებამდე 1 კვირით ადრე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 1 დეკემბრის შემდგომ კურსზე რეგისტრაცია შეწყდება და განახლდება მხოლოდ მომავალ წელს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მწვრთნელებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან ტელეფონის ნომერზე: +995 32 291 26 70