სიახლეები

ქალთა ფეხბურთი | ელიტ-რაუნდში 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

23 ნოემბერს, უეფას შტაბ-ბინაში 17-წლამდე გოგონათა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის ამ ეტაპზე, არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს, პირველ ჯგუფში ინგლისის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

2019 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრის შედეგად გუნდები 7 ჯგუფში გადანაწილდნენ

ელიტ-რაუნდის პირველი ჯგუფის მატჩები 2019 წლის 21-29 მარტს გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა. კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლებას ჯგუფების გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს.

2019 წლის 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს 5-17 მაისს ბულგარეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს.

დღესვე, 17-წლამდე და 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატების 2019-2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ჩეხეთის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად, მერვე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩები 20-26 ოქტომბერს, სერბეთში გაიმართება.

რაც შეეხება 19-წლამდე ნაკრებს - ჩვენი გუნდი წილისყრაში არ მონაწილეობდა, რადგან 2020 წლის 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება და ჩვენი გუნდი მასში მასპინძლის სტატუსით, ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას.