სიახლეები

U19: ისრაელთან მატჩი გადამწყვეტია

ნაკრები U19
გაუზიარე

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. "მიხეილ მესხი 2"-ზე ისრაელმა დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2:1 აჯობა ლიხტენშტაინს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ლევან ხარაბაძის გოლით 1:0 ამარცხებდა აზერბაიჯანს, თუმცა ორი უხეში შეცდომა მეტოქემ არ აპატია და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა.

მესამე ტურში 20 ნოემბერს, აზერბაიჯანი ლიხტენშტაინს შეხვდება, საქართველო კი - ისრაელს. გიორგი მიქაძის გუნდს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს ჯგუფიდან გასასვლელად.

მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ბულისკერია, ხარაბაძე, ჯინჯოლავა, გელაშვილი, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, გაბუნია, ფაცაცია, ინჯგია.