სიახლეები

საქართველო - ყაზახეთი | ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ღირს.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის, საქართველო - ყაზახეთი ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვა უკვე დაიწყო.   

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა, სიმბოლურ 1 ლარად, ონლაინ-რეჟიმში, ბმულზე  უკვე შეუძლია.

საქართველო - ყაზახეთის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 12 ნოემბერს დაიწყება.

საქართველოსა და ყაზახეთის დაპირისპირება 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ყველა კატეგორიის ბილეთი, სიმბოლურად, 1 ლარი ღირს. აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის.

ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე.

აქვე, გთხოვთ, ყველას 19 ნოემბერს, დინამო არენაზე მობრძანდეთ თამაშის დაწყებამდე და გახდეთ იმ აქტივობის მონაწილე, რომელიც დაგეგმილია სტადიონზე.