სიახლეები

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები თბილისში გაიმართება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებს 8 და 11 ნოემბერს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შედგება.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრებისთვის მზადება 2 ნოემბერს დაიწყო და 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები:

თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი

მცველები:

თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი ( ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ანა ზაქაიძე (ნიკე, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ნინო სუთიძე

ნახევარმცველები:

თეონა ბაქრაძე (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), თამარ დოლიძე (დინამო, ბათუმი), ნინო პასიკაშვილი (ნიკე, თბილისი), თეონა თოდაძე (ნიკე, თბილისი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (სანდვიკენი, ნორვეგია), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი)

თავდამსხმელები:

ხატია ჭყონია (ქონაქი ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (იედნისტი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 7 ნოემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ღია ვარჯიშს გამართავს.