სიახლეები

შესარჩევი ეტაპი დასრულდა

ნაკრები U17
გაუზიარე

დანიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 17-წლამდელებს შორის. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბოლო მატჩი ესტონეთთან ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

ზვიად ჯელაძის გუნდმა ერთადერთი ბურთი პირველ ტაიმში გაუშვა. ჯგუფის გამარჯვებული გახდა დანია, რომელმაც მესამე თამაშიც მოიგო - 1:0 რუსეთთან.

ესტონეთთან შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარატიშვილი, კვარაცხელია (ზურაბიანი 30), ჭინჭარაული (ხვადაგიანი 46), ერაძე, მირზიკაშვილი, ტალახაძე, მორჩილაძე (დევდარიანი 70), აზაროვი, ოგბაიძე (აბუაშვილი 46), ხვედელიძე (ომარაშვილი 46), ტორონჯაძე.