სიახლეები

საქართველოს ნაკრები ლატვიაში 23 ფეხბურთელით მიემგზავრება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას რიგაში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი რიგაში 15 ოქტომბერს 23 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრება. ლატვიასთან მატჩისთვის ის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომელებმაც თბილისში ანდორას წინააღმდეგ ითამაშეს. თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებს ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება. ეროვნული გუნდი ლატვიაში მატჩისწინა ვარჯიშს მასპინძელ სტადიონზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა ლატვიასთან შეხვედრაში.

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელი

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

აკრედიტებული მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ - 15 ოქტომბრის განრიგი (ლატვიის დროით)

რიგა, დაუგავას სტადიონი

16:15 ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:00 ლატვიის ნაკრების ვარჯიში ( ღიაა საწყისი 15 წუთი)

19:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
20:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ღიაა საწყისი 15 წუთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ლატვიას ორი ქულა აქვს და ყაზახეთთან და ანდორასთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. მესამე ტურში ლატვიისა და ყაზახეთის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრებმა თბილისში ლატვია მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ლატვიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 16 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.