სიახლეები

საქართველო 3:0 ანდორა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმ ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ანდორას ეროვნული გუნდი დაამარცხა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. ანგარიში შეხვედრის პირველ ნახევარში გაიხსნა, გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ვაკო ყაზაიშვილმა მიიღო და მეკარისგან ახლო კუთხეში გადაგზავნა. ჩვენს გუნდს პირველ ტაიმში გოლის გატანის კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი გოლის გატანა მატჩის მიწურულს მოახერხა. 85-ე წუთზე, ნიკა კვეკვესკირის გადაცემით, ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლა და ეროვნული ნაკრების მაისურით დუბლის ავტორი პირველად გახდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე დაფიქსირდა. ჭანტურიშვილი-კაკაბაძის კომბინაცია შედეგიანი დარტყმით გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ დაასრულა.

საქართველო 3:0 ანდორა

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (68’ ანანიძე), ჩაკვეტაძე (90’ ჭანტურიშვილი), კაჭარავა (81’ გვილია), ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, ხოჭოლავა, აბურჯანია, ტაბიძე, მერებაშვილი, ზარანდია, ჯიღაური, გვილია, დვალი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ანდორა: გომეში, მარტინესი, ვალესი, რებესი (78’ პუჟოლი), ილდეფონს ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, სერვოსი, ჩუს რუბიო (88’ ჟორდი რუბიო), იოვერა (45+1’ გარსია), როდრიგესი

სათადარიგო შემადგენლობა: პირესი, ფერან პოლი, სანჩესი, მორენო, კლემენტე, ფერე, მარკ გარსია მთავარი მწვრთნელი: კოლდო ალვარესი

მსაჯები: ლეონტიოს ტრატუ (კვიპროსი), მიკაელ სოტერუ (კვიპროსი), პეტროს პეტრუ (კვიპროსი), ვასილის დიმიტრუ (კვიპროსი), ნიკოლას ნეოკლეოსი (კვიპროსი), პავლოს გეორგუ (კვიპროსი)

გაფრთხილება: 28’ მარტინესი, 33’ იოვერა, 38’ კიტეიშვილი, 51’ გარსია, 60' როდგირესი

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (33), 2:0 ყაზაიშვილი (84), 3:0 კანკავა (90+4)

მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ზონის პირველ ჯგუფში 9 ქულა დააგროვა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. დღესვე ლატვიისა და ყაზახეთის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას 16 ოქტომბერს 22:45 საათზე სტუმრად, ლატვიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.