სიახლეები

ფინეთთან მატჩის წინ

ნაკრები U21
გაუზიარე

12 ოქტომბერს ქალაქ სეინაიოკის "ომასპ სტადიონზე" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მასპინძელ ფინეთს შეხვდება. გია ცეცაძის გუნდს ფინელების დარად, 9 ქულა აქვს ევროშესარჩევ ჯგუფში.

ჩვენმა გუნდმა დღეს მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ტრავმირებული ფეხბურთელები გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი რომ ვერ დაეხმარებოდნენ ნაკრებს, ადრეც მოგახსენეთ. მათ დარად, ფინეთთან ვერ ითამაშებს დინამოელი ნიკა ნინუაც. თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დიდი შანსია, 16 ოქტომბერს პოლონეთთან მატჩში მოედანზე გასვლა შეძლოს.

ფინეთი-საქართველო თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები

ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)

მცველები

გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

ნახევარმცველები

აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ)

თავდამსხმელები

ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)