სიახლეები

17-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი 10 ოქტომბრიდან შეკრებას სასტუმრო „მოხალისეში“ გაივლის. 21 ოქტომბერს კი 17-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გასამართად დანიაში გაემგზავრება. ჩვენი გუნდი ესტონეთის, რუსეთისა და მასპინძელი, დანიის 17-წლამდე ნაკრებ გუნდებთან ერთად მეექვსე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩები 24, 27 და 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამ ეტაპზე, 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზვიად ჯელაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა, გუნდი ოფიციალური შეხვედრების გასამართად 20 ფეხბურთელით გაემგზავრება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები

ლუკა ხარშილაძე („დინამო“, თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სფფ აკდემია“, თბილისი), ავთო კაპანაძე („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები

ლაშა კვარაცხელია („დინამო“, თბილისი), საბა ხვადაგიანი („დინამო“, თბილისი), ნიკოლოზ კენჭაძე („საბურთალო“, თბილისი), საბა ჭინჭარაული („ბევერენი“, ბელგია), ანდრია დევდარიანი („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი მირზიკაშვილი („დინამო“, თბილისი), ზურაბ  ერაძე („დინამო“, თბილისი)

ნახევარმცველები

ნიკა ტალახაძე („საბურთალო“, თბილისი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო“, თბილისი), ცოტნე ბენდიანიშვილი („კორტრაიკი“, ბელგია), შალვა ოგბაიძე („მაგდებურგი“, გერმანია), გიგი ტალახაძე („სალხინო“, მარტვილი), ზაურ თევზაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო“, თბილისი), გიორგი აბუაშვილი („დინამო“, თბილისი), დავით ზურაბიანი („დინამო“, თბილისი), ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), გიორგი ომარაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები

ლუკა ტორონჯაძე („გაგრა“), გურამ ხვედელიძე („ტორინო“, იტალია), ნიკოლოზ კაპანაძე („ნიუ-იორკ სიტი“, აშშ)