სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

1 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული დაიწყება. სასწავლო პროცესს „დავით პეტრიაშვილი არენა“ უმასპინძლებს. მსმენელებს ლექციები სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.