სიახლეები

ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

ნაკრები U17
გაუზიარე

კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მასპინძელ უკრაინასთან 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ წინა ორ ტურში ქართველებმა 2:1 დაამარცხეს ლიეტუვა და 0:0 ითამაშეს სლოვაკეთთან.

უკრაინასთან ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოგბაიძე, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, კონიაშვილი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ჯინჯოლავა, ოსიყმაშვილი, დევდარიანი, კაპანაძე, ხურცილავა.

ტურნირის ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ ლატვიასთან ჩაატარებს.