სიახლეები

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის ემზადება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მალტასთან გამარჯვების შემდეგ, მეორე ამხანაგური მატჩისთვის მზადებას კვლავ ავსტრიაში განაგრძობს. 2 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბად ჰარინგში აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესს ჯაბა ჯიღაურიც შეუერთდა,რომელმაც მალტასთან მატჩი საკლუბო შეხვედრის გამო გამოტოვა. გიორგი ჩაკვეტაძის თამაში ლუქსემბურგის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოირიცხა. შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგში, ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და ოთარ კაკაბაძე შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში 3 ივნისს გადაინაცვლებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის პირველი ვარჯიში  ლუქსემბურგში დღეს საღამოს შედგება.

ლუქსემბურგის ნაკრებმა საქართველოსთან შეხვედრამდე, 31 მაისს საერთაშორისო ამხანაგური თამაში სენეგალთან გამართა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ჯაბა ჯიღაური - "პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, დღეს ჩამოვედი ავსტრიაში რადგან ყაზახეთის ჩემპიონატში თამაში მქონდა და პირველი ამხანაგური თამაშის გამოტოვება მომიწია.  მოდევნო მატჩისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს. სასიხარულო იქნება ამ შეკრების გამარჯვებით დასრულება“

საბა ლობჟანიძე - "მალტასთან კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი მომენტი გვქონდა პირველ ტაიმში და უნდა გამომგვეყენებინა. მომენტების გამოუყენებლობა ერთერთი პრობლემაა. რაც შეეხება ლუქსემბურგს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით, რადგან ერთა ლიგამდე მხოლოდ ეს თამაში დაგვრჩა. აუციელებელია წარმატება, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი შევიქმნათ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ტარაგონა, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, 5 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.