სიახლეები

საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

7 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. 

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანგარიში 51-ე წუთზე შესვლაზე შესულმა გიორგი არაბიძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. 18 წლის გიორგი არაბიძემ 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ნაკრებში პირველი დუბლის ავტორი გახდა. საბოლოო ანგარიში მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ვლადიმერ დვალიშვილმა დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში გაივლის. 10 ივნისს, ვლადიმირ ვაისის გუნდი კიშინიოვში გაემგზავრება. 11 ივნისს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (73’ კვერკველია), ტაბიძე, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67’ დვალიშვილი), კვეკვესკირი (46’ დაუშვილი), არაბული (46’ არაბიძე), კაჭარავა (67’ ლობჯანიძე), მერებაშვილი, ნავალოვსკი (77’ შერგელაშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სენტ კიტსი და ნევისი: ჯეფერსი, სენტ ჯასტი (88’ ნოტინგემი), ვორტონი, მაინარდი, როჯერსი (56’ ამორი), პანაიოტუ (89’ ჰეზელი), ლიდერი, სომერსოლი (75’ სტერლინგი), სპრინგერი, ტომასი (65’ უილიამსი), სოიერსი

მთ. მწვრთნელი: ჟაკ პასი

მსაჯები: ზავენ ჰოვანისიანი, ერიკ არევშატიანი, ვანიკ სიმონიანი, დავით ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 38’ როჯერსი, 56’ სოიერსი, 84' ტაბიძე, 85’ უილიამსი

გოლები: 1:0 არაბიძე (51), 2:0 არაბიძე (პენ) (73), 3:0 დვალიშვილი (80)