სიახლეები

საქართველო 1:1 ბელარუსი

ფუტსალი
გაუზიარე

9 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა და კვლავ ფრედ 1:1 ითამაშა. ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსის ფუტსალის ნაკრები იყო. ანგარიში ჯვაროსნებმა გახსნეს, უძლიერესი დარტყმით გოლოვნიოვის კარი რონინიომ აიღო. მეტოქემ გათანაბრება რამდენიმე წამში მოახერხა, გოლი ჩერნიკის ანგარიშზეა. დარჩენილ დროში ავთანდილ ასათიანის გუნდმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჯგუფის მომდევნო და გადამწყვეტ შეხვედრას 11 აპრილს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის „ოლიმპიურ სასახლეში“ გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. 

საქართველო 1:1 ბელარუსი

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, სებისკვერაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, კაკაბაძე, ნიშნიანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი კურტანიძე

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ბელარუსი: გოლოვნიოვი, როგოვიკი, ჟიგალკო, რაბიკო, გონჩაროვი

სათადარიგო შემადგენლობა: შერბაჩენია, ოლშევსკი, სილივონჩიკი, ჩერნიკი, გუსაკოვი, ალეინიკოვი, კრიკუნი, გორბენკო, ჩეხოვსკი

მთ. მწვრთნელი: ანდრე ტოლმაჩი

მსაჯები: ნორბერტ სზილაგი, ადმირ ზაჰოვიჩი, ოლეგ ივანოვი

გაფრთხილება: ჭანუყვაძე (19:18), ოლშევსკი (36:16)

გოლები: 1:0 რონინიო (21:07), 1:1 ჩერნიკი (21:19)



ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალია ჰოლანდიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვებით იტალიელებს 6 ქულა დაუგრვდათ და მათ ევრო 2017-ზე თამაში გაინაღდეს. მეინ რაუნდის ბოლო ტურში ჰოლანდია ბელარუსს შეხვდება. მატჩი 11 აპრილს 15:30 საათზე გაიმართება.

ჰოლანდია 2:4 იტალია

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

ჰოლანდია: როზენბეკი, საადუნი, ბუიუზანი, ჯორდანი, ალუხი

სათადარიგო შემადგენლბა: კუიკი, ელ ღანუტი, მაკრაუ, ბუზამბუ, მოსავი, იუსტე, ელ მორაბიტი, ველსებოერი, ატაიბი

მთ. მწვრთნელი: მაქსიმილიან ტიადენი

იტალია: მოლიტიერნო, ერკოლესი, ლიმა, კალდეროლი, კავინატო

სათადარიგო შემადგენლობა: პუტანო, რომა;ნო, სკინინა, ონორიო, ბოავენტურა, პატიასი, ფორტინო, მერლიმი, ბორდინიონი

მთ. მწვრთნელი: რობერტო მენიჩელი

მსაჯები: ოზან სოიკანი, ოლეგ ივანოვი, ადმირ ზაჰოვიჩი

გაფრთხილება: მოლიტიერნო (03:55), ონორიო (26:22)

გოლები: 0:1 ონორიო (07:40), 0:2 პატიასი (08:00), 1:2 ელ მორაბიტი, 2:2 ბუზამბუ (13:01), 2:3 პატიასი (18:31), 2:4 ბორდინიონი (35:16)